მოსკოვში საქართველოში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ გოგოტიშვილის განცხადებამ ქართული სოფელ ერგნეთის "ნატოს ზონად" გამოცხადების შესახებ უკმაყოფილება და შეშფოთება გამოიწვია. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გააკეთა.
მედიის ინფორმაციით, ამ დღეებში ქართული სოფელ ერგნეთის სკოლაში, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს - "საქართველოში ნატოს საინფორმაციო ცენტრმა ე.წ. კუთხვის გახსნის ცერემონია გაიმართა", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"გაოცებას იწვევს გახსნის ცერემონიალზე საქართველოში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ გოგოტიშვილის მიერ გაკეთებული ექსტრავაგანტული განცხადება, იმის შესახებ, რომ ერგნეთი, როგორც საქართველოში მდებარე სხვა სოფელი - ეს ნატოს ზონაა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ კუთხის გახსნის ცერემონიალს საქართველოში ლიტვის ელჩი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საკონტაქო დოპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თბილისში იოან პასლაუსკასი, ჩნდება კითხვა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობისადმი ბრიუსელში - კონკრეტულად "რა ნატოს ზონებზე მიდის საუბარი საქართველოში?" _ კითხვას სვამს ლუკაშევიჩი.
მისი თქმით, ხსენებული საინფორმაციო ცენტრი, როგორც ცნობილია შექმნილია და დაფინანსებული, რომელიც საქართველოს საზოგადოებაში ახდენს პროპაგანდირებას "ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მიზანშეწონილობის" შესახებ.
ლუკაშევიჩი ასევე აცხადებს, რომ ერგნეთის დასახლებული პუნქტი "შემთხვევით როდი იყო არჩეული ამ პროპაგანდისტური აქციის ჩასატარებლად".
"ეს ხომ არის ადგილი სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრები ტარდება, რომელშიც მონაწილეობენ რუსი მესაზღვრეები და ევროკავშირის მისიის დამკვირვებლები", _ აცხადებს ლუკაშევიჩი და აღნიშნავს, რომ ქართული მხარის ჩანაფიქრია "შეეცადოს როგორმე ჩართოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ე.წ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის" პრობლემის დარეგულირებაში. ამასთან ერთად, მათ რატომღაც ავიწყდებათ მეზობელი სახელმწიფოების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აზრის გაგება ამასთან დაკავშირებით", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი თავის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ "ნატოს საინფორმაციო ცენტრმა საქართველოში" ქართულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში 30 ასეთი კუთხე გახსნა და ეს პროცესი გრძელდება.