ლიბიის არმიამ ბენგაზის მშვიდობიან მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში ყველა სამხედრო ობიექტის დატოვებისკენ მოუწოდა. ამასთან, ბენგაზის მოსახლეობას უბრძანეს, დატოვონ ის ადგილებიც, რომლებიც ამბოხებულებმა დაიკავეს.
ამის შესახებ ლიბიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯამახირიის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით განაცხადეს.
ცნობისთვის, მუამარ კადაფის ვაჟმა სეიფ ალ-ისლამმა უფრო ადრე აღნიშნა, რომ ბენგაზის ახლოს მყოფი სამთავრობი ძალები 48 საათის განმავლობაში ქალაქზე კონტროლს დაიბრუნებდნენ.