საქართველოს პატრიარქი იაპონიაში სამძიმრის წერილს აგზავნის. უწმინდესმა და უნეტარესმა დღეს სტიქიური უბედურებების დროს დაღუპულთა ოჯახებსა და იაპონელ ხალხს მიუსამძიმრა.
სრულიად საქართველოს პატრიარქი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II დღეს იაპონიის საელჩოში მიბრძანდა და საქართველოში აკრედიტებულ იაპონელ დიპლომატებს შეხვდა. პატრიარქმა იაპონაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთვა. უწმინდესთან ერთად იაპონიის საელჩოს წმინდა სინოდის წევრები და საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბეტ რულოვსი იმყოფებოდნენ.