მეცნიერები მიწისძვრას მოსკოვშიც ვარაუდობენ. სპეციალისტების მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებმა, შესაძლოა, რიხტერის შკალით 5 ბალი შეადგინოს.
შმიდტის სახელობის მიწის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ევგენი როგოჟინის განმარტებით, ამჟამად დედამიწა სეისმურად აქტიურ ფაზაში იმყოფება და ასეთი მოვლენები მოსალოდნელია.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს იაპონიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ცუნამი გამოწვია. სტიქიურმა უბედურებამ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.