მიწისძვრისაგან დაზარალებულ იაპონიას დახმარება მსოფლიოს 91-მა სახელმწიფოსმ შესთავაზა. დახმარების ნუსხა მრავალფეროვანია დაწყებული თბილი საბნებით და გაწვრთნილი ძაღლებით დასრულებული.
ამ დროისთვის ათი ათასობით იაპონელი უსახლკაროდაა დარჩენილი, რიგ რეგიონებში შექმნილია სასმელი წყლის დეფიციტი.
დაკარგულთა ზუსტ რაოდენობას ხელისუფლება ამ დრომდე ვერ ასახელებს, რომლებიც შესაძლოა ნანგრევებში იყვნენ მოყოლილნი.
იაპონიისთვის დახმარების მზადყოფნა საქართველოს მთავრობამაც გამოთქვა თუმცა ამ დრომდე ქართველი მაშველების გამგზავრების თარიღი უცნობია.