გერმანიამ შვიდი ატომური ელექტროსადგურის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ატომური ელექტროსადგურები, რომლებიც 1980 წლამდეა აშენებული მუშაობას მათზე შემოწმების დასრულებამდე შეწყვეტენ.
შესაბამისი განცხადება ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკლემა გააკეთა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურების მუშაობის ვადებთან დაკავშირებით სამთვიანი მორატორიუმია შემოღებული.
შეგახსენებთ, რომ გერმანიში ატომური ელექტროსადგურების შემოწმების გადაწყვეტილება იაპონიაში მონხდარი მიწისძვრის შედეგად ატომურ ელექტრისადგურებზე შექმნილი პრობლემების გამო მიიღო.