საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგანტოს მტკიცებით, ფუკუსიმას "დაიიჩი"-ს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონე მცირდება. როგორც სააგენტო წერს, მათი დაკვირვებით ფუკუსიმაზე რადიაციის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა.
სააგენტოს მტკიცებით, რადიაციის დონე 15 მარტს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე 11.9მსვ-ს შეადგენდა საათში, ხოლო 6 საათის შემდეგ მაჩვენებელი 0.6მსვ-მდე შემცირდა.
სააგენტო იუწყება, რომ ისინი დაკვირვებას კვლავ გააგრძელებენ ატომურ ელექტროსადგურებზე.