"ქართული დასის" ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პარლამენტში სამთავრობო კვირეულის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მისვლას ითხოვს. ამის შესახებ ჯონდი ბაღათურიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დეპუტატს მიაჩნია, რომ პარლამენტში დაგეგმილი სამთავრობო დებატები არა მხოლოდ ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებთანაც უნდა გაიმართოს.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც კითხვები გვექნება, მედიაზე თავდასხმის ფაქტების გამოუძიებლობაა", - აღნიშნა ბაღათურიამ.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს პარლამენტში სამთავრობო დებატებს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური შესავალი სიტყვით გახსნის, რის შემდეგაც დეპუტატების წინაშე მოხსნებით ფინანსთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრები კახა ბაინდურაშვილი და ვერა ქობალია წარსდგებიან, რომელსაც მთელი მინისტრთა კაბინეტი დაესწრება, მათ შორის ძალოვანი უწყებების მინისტრებიც.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა დებატები მხოლოდ სოციალურ, ჯანდაცვის, ეკონომიკურ, განათლებისა და დევნილების საკითხებზე გაიმართება.
სამთავრობო კვირას კი 25 მარს შემაჯამებელი დებატებით პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დახურავს.