"დიდი სინანულით მინდა ვთქვა, რომ რუსული დიპლომატიის მამამთავარმა სერგეი ლავროვმა რამდენიმე დღის მერე დაარღვია შეთანხმება, რაც რუსეთის დიპლომატიის ტრადიციაა. მან ერთ წინადადებაში დაარღვია შეთანხმება, გამოგვიგზავნა მუქარა და წარმოადგინა წინაპირობები", - აღნიშნა საქართველოს საგარეო მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ლიტვის პრემიერ-მინისტრ აუდრონიუს აჟუბალისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ეს ადასტურებს, თუ რა "ტრადიციები" და "შესანიშნავი მიდგომა" აქვს რუსეთის დიპლომატიას მიღწეულ შეთანხმებებზე.
გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ 10 მარტს ბერნში ქართულ-რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე შეთანხმებას მიაღწიეს. კერძოდ, ამ შეთანხმების მიხედვით, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდებულიყო აპრილში. ასევე, დელეგაციები და მხარეები პრესასთან კომენტარს მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე არ გააკეთებდნენ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 13 მარტს განაცხადა, რომ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება საქართველოს თანხმობის გარეშეც შეუძლია.