დღეს პარიზში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძება მოეწყობა.
ვერონიცა დე შაბო ტრამკური პრინცესა მიურატის და საქართველოს ელჩის საფრანგეთში მამუკა კუდავას ორგანიზებით, საღამო ქართულ რესტორან "დედა" - ში გაიმართება.
საღამოს საფრანგეთის და საქართველოს პოლიტიკური წრის წარმომადგენლები, ბიზნესმენები და საფრანგეთში მოღვაწე ქართველები დასეწრებიან.
ღონისძიება პარიზის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
პირველ ჯერზე აფხაზეთიდან დევნილი 20 ბავშვი დაფინანსდება, რომლებიც ზუგდიდის ფრანგულ სკოლაში იღებენ განათლებას.