საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციებში კაპრალ ვალერი ვერსქიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, თითოეული ჯარისკაცის დაღუპვა მთელი ქვეყნისთვის დიდი ტკივილი და დანაკლისია.
"პრეზიდენტი კაპრალ ვერსქიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ეს მთელი საქართველოსთვის დიდი ტკივილია. ჯარისკაცებმა ყველაზე მეტად იციან მშვიდობის ფასი. გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად საქართველოს ხელისუფლება აანაზღაურებს", - განაცხადა მანჯგალაძემ.