"ფუკუსიმა-1"-ის ბირთვული ნარჩენების საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია. შესაბამის ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძრის გაჩენის შედეგად ატმოსფეროში რადიაციის გაჟონვა მოხდა.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე სამი აფეთქება მოხდა. შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა.
მწყობრიდან არის გამოსული გამაგრილებელი სისტემები.
იაპონიის მთავრობამ ოფიციალურად მიმართა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დახმარებისთვის.