იაპონიაში მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში მაშველებმა ასობით ამოუცნობი ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა შესახებ ოფიციალური მონაცემები სამჯერ გაიზარდა.
სააგენტო "კიოდოს" ინფორმაციით, პოლიცია, რომელიც 14 მარტს ოფიციალურად 2414 ადამიანის დაღუპვის შესახებ საუბრობდა დღეს 6 ათას დაღუპულზე აცხადებს.
ათასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.
სპეციალისტების განცხადებით მსხვერპლი გაცილებით მეტია და ის 10 ათასს ბევრად აღემატება.