ამერიკელი ექსპერტების მიერ შედგენილი ეკოლოგიური რეიტინგის მიხედვით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველო ლიდერობს. საერთო სურათის თანახმად კი - 163 ქვეყანას შორის 59-ე ადგილზეა.
ეკოლოგიის თვალსაზრისთ შედარებით მძიმე ვითარებაა სომხეთსა და აზერბაიჯანში. აღნიშნული ქვეყნები რეიტინგში შესაბამისად 76-ე და 84-ე ადგილებს იკავებენ.
ექსპერტებმა პირველი პოზიციები ისლანდიასა და შვეიცარიას მიაკუთვნეს. ყველაზე რთული ვითარება კი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ნიგერიაშია.
რეიტინგის შედგენისას სპეციალსიტებმა წყლის, ჰაერის მდგომარეობა და გარემოს დაცვის მხრივ, სახელმწიფო პოლიტიკა გაითვალისწინეს.