იაპონიამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბირთვულ ობიექტებზე ვითარების სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად, დახმარებისთვის მიმართა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ოფიციალურმა ტოკიომ სააგენტოს ატომურ ელექტროსადგურებზე გაგრილების სისტემის პრობლემის გადაჭრისთვის ექსპერტების გაგზავნა სთხოვა.
იაპონიამ დახმარებისთვის აშშ-ის სპეციალისტებსაც მიმართა.
შეგახსენებთ, რომ "ფუკუსიმა -1"-ის ატომურ ელექტროსადგურის მესამე ბლოკზე უკვე მეორე აფეთქება მოხდა.