რადიაციის შემთხვევა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოშიც დაფიქსირდა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. როგორც იაპონიის მთავრობა აცხადებს, ტოკიოში აღმოჩენილია ქიმიური ნივთიერებები - იოდი და ცეზიუმი.
იაპონიური მედიის მტკიცებით, ტოკიოში რადიაციის შემთხვევა ამ ეტაპზე უცნობია უკავშირდება თუ არა მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურებს. რადიაციის დონემ 40-ჯერ იმატა ტოკიოსთან ახლოს მდებარე ქალაქ საიტამაშიც.