დასავლეთ საქართველოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. ცოფის ვირუსით გალიდან ზუგდიდის რეპუბლიკურ საავადმყოფოში 66 წლის ქალბატონი გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც აღმოჩნდა, პაციენტს რამდენიმე თვის წინ საკუთარმა ძაღლმა უკბინა. შინაურმა ცხოველმა ოჯახის სხვა წევრებიც, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვიც დაკბინა. მედიკოსები ითხოვენ ოჯახის სხვა წევრებიც მივიდნენ კლინიკაში შემოწმებისთვის.