ვირუსული ინფექციით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. სამი მათგანი H1N1-მა, ხოლო ერთი B ტიპის ვირუსმა იმსხვერპლა. ინფექციონისტების განცხადებით, გარდაცვალების ოთხივე შემთხვევა დაგვიანებულმა მკურნალობამ გამოიწვია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში მწვავე რესპირაციული ვირუსის 1000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 500 H1N1 , 400 B , ხოლო 100 A ტიპის ვირუსული შემთხვევებია.