ფუკუსიმას დაიჩის ატომური ელექტროსადგურის მეორე რეაქტორზე აფეთქება მოხდა. არის საშიშროება, რომ დაზიანებულია მეორე რეაქტორის ნაწილი, რომელიც წნევის შემცირებასა და გაგრილებას ახდენდა. რეაქტორი ტოკიოდან 250 კილომეტრში მდებარეობს და აქ რამდენიმე დღეა მეცნიერები აქტიურად მუშაობენ. აფეთქება ბოლო 4 დღეში მომხდარ აფეთქებებთან შედარებით სუსტი იყო. ელექტროსადგურიდან თანამშრომლების ნაწილის ევაუკაცია ოპერატიულად მოხდა.
ფუკუსიმას პრეფექტურაში უკანასკნელი აფეთქების შემდეგ რადიაციის დონემ ოთხჯერ მოიმატა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნაოტო კანის განცხადებით, ცეცხლშია გახვეული ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორიც. მოსახლეობა 20 კმ-ის რადიუსში მთლიანად ევაკუირებულია. ამ დრისთვის მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოფიციალური მონაცემებით 2000-ზე მაღალია. არაოფიციალური მონაცემებით კი გარდაცვლილია 10000-ზე მეტი ადამიანი.