დღეს, 15 მარტს, 13:00 საათზე, კალათბურთის სასახლეში სახალხო წარმომადგენლობით კრების შეკრება გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სახალხო კრების პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებაში რამდენიმე ათასი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის სახალხო კრების წინააღმდეგობის კომიტეტის წევრები, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და დედაქალაქის მასშტაბით მოქმედი შეფიცულები.
მათი ინფორმაციით, სახალხო წარმომადგენლობით კრების თბილისის შეკრებაზე უმნიშვნელოვანესი გადაწვეტილება გახმოვანდება, თუმცა მისი შინაარსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან სახალხო კრების პრესსამსახური თავს იკავებს.