დღეს, 15 მარტს, 10:00-იდან 12:00 საათამდე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, რაც კომპანია "თელასის" ქვესადგურ "ღრმაღელეში" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოს ჩატარებას უკავშირდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიიდან აცნობეს, ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბეჟანიშვილის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ახალდაბის, გოგაშენის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.