"თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები წარუდგინა.
საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ცვლილება შედის რამდენიმე კანონში, კერძოდ კი, "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ასევე სახელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელებული საბრძოლო მოქმედების I, II და III ჯგუფის ინვალიდებისთვის და მონაწილეობისთვის სახელმწიფო პენსიის ოდენობის ზრდას.
"სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და მას შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის" შესახებ კანონში ცვლილების თანახმად, "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკლო დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ ოჯახების დაცვის შესახებ" კანონით განსაზღვრული პირების ოჯახის წევრები ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს ხარჯზე უნდა დაიკრძალონ.
"ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" კანონში ცვლილებების კი ითვალისწინებს, რომ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სარიტუალო მომსახურების ხარჯები არ უნდა შეადგენდეს თბილისში 350 ლარს, სხვა ქალაქებში 300 ლარს და რაიონებში 250 ლარს.
დეპუტატის მოითხოვს, "სოციალური დამარების შესახებ" 2011 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს "სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ" მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის დადგენილებით განსაზღვრული საყოფაცხოვრებო სუბსიდიების ზრდა.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში, კერძოდ კი, "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" და "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკლო დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ ოჯახების დაცვის შესახებ" განსაზღვრული პირთა შვილების სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების დაფინანსებისთვის საქართველოს უმაღლეს დაწესებულების აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამებზე სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ოდენობა შეიძლება აღემატებოდეს ამ კანონით გათვალისწინებულ სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილ თანხის მაქსიმალურ ოდენობას.