ჩრდილოეთ ავღანეთში, კუნდუზის პროვინციაში, თვითმკვლელმა ტერორისტმა არმიის ახალწვეულთა ბაზაზე ავტომობილში თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 33 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა. როგორც დასავლური მედია იუწყება, დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.
აღსანიშნავია, რომ კუნდუზის რეგიონი ავღანეთში ერთ-ერთ მშვიდობიან რეგიონად ითვლება, თუმცა ბოლო დროის განმავლობაში ტერაქტებმა იმატა.