იაპონიის მთავრობა მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად წარმოქმნილი ზარალის აღმოსაფხვრელად 30 მილიარდ იანს გამოყოფს. ამის შესახებ სააგენტო "კიოდო" მთავრობის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
ცუნამისა და მიწისძვრის შედეგად მთლიანად განადგურდა ქალაქი სენდაი. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგათ იაპონიის სხვა ქალაქებსაც.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 9.0 ბალის მიწისძვრა 11 მარტს მოხდა. მიწისძვრის შედეგად წარმოიქმნა ცუნამი. არა ოფიციალური მონაცემებით, სტიქიების შედეგად 10 000 ადამიანზე მეტია დაღუპული.