ამერიკელმა ექსპერტებმა ბიბლიის აბსოლუტურად ახალი გამოცემა მოამზადეს და გასაყიდად გაუშვეს. ახალი ბიბლიის ტექსტი მნიშვნელოვნად შესწორებულია თანამედროვე პოლიტიკური კორექტულობის გათვალისწინებით.
აბსოლუტური ინოვაცია იყო ინგლისურენოვანი სიტყვების იმ ვარიანტით შეცვლა, რომლითაც განსაზღვრული სქესის სიტყვა გენდერულად ნეიტრალური შინაარსის სიტყვით შეცვალეს.
ამასთან, ექსპერტებმა იზრუნეს, რათა ახალი ბიბლია ნაკლებად შეიცავდეს სიტყვებს, რაც სხვა რელიგიური მიმართულების წარმომადგენლებისთვის გამაღიზიანებელი იქნება.
განახლებული ბიბლიის შეძენა ჩვეულებრივ ინტერნეტმაღაზიებშიცაა შესაძლებელი ორი ბეჭდვითი და ერთი ელექტრონული ფორმატით.