საბერძნეთის ანტი-ტერორისტულმა პოლიციამ, ვოლოსსში და ათენში, ტერორიზმში ეჭვმიტანილი 7 პიროვნება დააკავა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილების დაკავების ადგილას აღმოაჩინეს: ორი ავტომატური და 6 ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე კომპიუტერული და რადიო მოწყობილებები, რომლებიც სავარაუდოდ ტერაქტებზე იყო გათვლილი.
ვოლოსში პოლიციამ 4 კაცი და 1 ქალი, ხოლო ათენში 1 ქალი და 1 კაცი დააკავა. როგორც ბერძნული მედია წერს, დაკავებულები მონაწილეობა იღებდნენ ნოემბრის მოვლენებში, როდესაც ათენში მდებარე რამდენიმე საელჩოში ბომბები გაგზავნეს ამანათის სახით.
თებერვალში ბომბი იუსტიციის სამინისტროში იქნა გაგზავნილი.