საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტზე მუშაობა გაზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება.
როგორც უშიშროების საბჭოს მდივანის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ აღნიშნა, დოკუმენტის ტექსტუალურ მხარის დახვეწა და როგორც პოლიტიკური, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ შენიშვნებზე მუშაობა მიმდინარებს.
"დოკუმენტის საბოლოო სახით მიღებისთვის დახლებით ორი თვე კიდევ დაგვჭირდება. ვფიქრობს ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტის სრულყოფილ სახეს ზაფხულის ბოლოსთვის მიიღებს", - აღნიშნა ქუთელიამ.
აღსანიშნავია, რომ დღეს, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დროს ქუთელია "ძლიერი საქართველოსთვის" წარმომადგენლის აკაკი ფანჩულიძის მიერ დაყენებული ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ დოკუმენტში მისი ასახვა კარგი იქნებოდა.
ამასთან, ქუთელიამ ფანჩულიძეს მათი წინადადებების მიწოდება სთხოვა.