კრიზისების მართვის ეროვნულ სტრატეგიაში ბუნებრივი კატასტროფები ერთ-ერთ გამოწვევად აისახება.
როგორც დღეს უშიშროების საბჭოს მდივანის მოადგილე, ბათუ ქუთელიასთან შეხვედრაზე უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, ბოლო დროს საქართველოში საამშენებლო ბუმის დროს შენობების შენების დროს სეისმურობის ნორმების დაკმაყოფილება არ ხდებოდა, რაც ქვეყნისთვის საფრთხეს და გამოწვევას წარმოადგენს.
"იაპონიაში მომხდარი კატასტროფამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ბუნებრივ კატასტროფებს დიდ ყურადღება უნდა დაეთმოს. ამ მხრივ საქართველოში ახლად აშენებული სახლების სეისმურობის დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ამასთან, აგვისტოს ომის შემდეგ პარლამენტს ძირითადად ხელისუფლებასთან პრეტენზია ჰქონდა, რომ მათ ვერ უზრუნველყვეს მოსახლეობის დროული ევაკუაცია და მათთვის სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა. მივიჩნევთ, რომ ეს გამოწვევები ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში უნდა აისახოს", - აღნიშნა თარგამაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, უშიშრობის საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ მათი ასახვა კრიზისების მართვის ეროვნულ სტრატეგიაში მოხდება, რომელზედაც მუშაობა მიმდინარებს.
"კრიზისების მართვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში ყველა სამთავრობო უწყება ჩართულია და მასზე მუშაობა ბრიტანული მხარის დახმარებით და მათი გამოცდილების გაზიარებით მიმდინარებს", - აღნიშნა ქუთელია.