15 მარტს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველო-აშშ-ს შორის გაფორმებული სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში, მორიგი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ამ მიზნით ვაშინგტონში ქართული დელეგაცია უკვე გაემგზავრა.
კალანდაძის განცხადებით, სამუშაო შეხედრა მინისტრის მოადგილეების დონეზე გაიმართება, სადაც მხარეები საგანამანათლებო, კულტურულ, სამედიცინო და საკონსულო სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს და ამ მიმართულებებით გაცვლით პროგრამებს განიხილავენ.
"ამასთან, საუბარი შეეხება ისეთ პოლიტიკურ საკითხებსაც, როგორიცაა, ქარტიის ფარგლებში აშშ-ის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩართულობის პოლიტიკის თანამშრომლობის საკითხები", - აღნიშნა კალანდაძემ.