ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში "ქრისტიან-დემოკრატების" ოთხი წინადადებიდან სამს გაითვალისწინებენ.
როგორც დღეს, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ბათუ ქუთელიასთან საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრაზე "ქრისტიან-დემოკრატმა" ნიკა ლალიაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია დოკუმენტში საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის როლი სათანადოდ აისახოს, ასევე ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის სახელმწიფო ენის არ ცოდნა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და სრულყოფის საკითხები გამოწვევებს დაემატოს.
ამასთან, "ქრისტიან-დემოკრატებმა" სამოქალაქო თავდაცვის გაძლიერება მოხდეს. ასევე, უშიშროების საბჭოს მიმართეს ორი ინიციატივით, კერძოდ კი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ჩაიწეროს, რომ რუსეთის მიზანს არა მარტო საქართველოს ოკუპაცია და მთავრობის შეცვალა, ასევე მისი ევროატლანტიკური ორბიტიდან მოწყვეტა და რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება წარმოადგენდა. ასევე "ქრისტიან-დემოკრატების" მოითხოვენ დოკუმენტში მარავლეთნიკური ქართველი ერი შეიცვალოს მარვალეთნიკური ქართველი ხალხით.
აღნიშნულ ინიციატივებთან და წინადადებებთან დაკავშირებით ბათუ ქუთელიამ აღნიშნა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო თავდაცვის, რუსეთის მიზნებისა, უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწავლის საკითხების დახვეწაზე მუშაობა მიმდინარეობს და საპარლამენტო უმცირესობის შენიშვნების გათვალისწინება მოხდება.
რაც შეეხება ქართუ მართმადიდებლურ ეკლესიის როლს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ სთხოვა წერილებით დამატებითი არგუმენტები და წინადადები წარადგინონ.
ამასთან, ქუთელია მართებულად არ მიიჩნევს მრავალეთნიკური ქართველი ერის ნაცვლად სხვა ტერმინის მოფიქრებას, რადგან "დოკუმენტს სწორედ ეროვნული საფრთხოების კონცეფცია ქვია".