ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ფრაქცია"ბათუმის" წევრი, „ქრისტიან-დემოკრატი" ვაჟა ვერულიძე აირჩიეს.
„ეს არის დამატებითი პასუხისმგებლობა ჩემი ამომრჩევლის წინაშე, მანდატის ფარგლებში, პარტიის სახელით შევეცდები დავიცვა მოსახლეობის ინტერესებები."- განაცხადა ვაჟა ვერულიძემ.
დეპუტატის თქმით, ამ თანამდებობაზე მისი კანდიდატურის წარდგენა მოულოდნელი იყო.