აღმოსავლეთ ერაყში, დიილას პროვინციაში, სამხედრო ნაწილთან ავტომობილში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 10 ჯარისკაცი დაიღუპა და 28 მძიმედ დაშავდა.
როგორც პროვინციის საბჭოს სპიკერმა სამირა ალ-შაბიბიმ განაცხადა, ამ წუთებში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. აფეთქებამ ნგრევა გამოიწვია და ნანგრევებიდან რამდენიმე ჯარისკაცი შველას ითხოვს.