ხვალ, 15 მარტს, 11:00 სთ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის "თანამედოვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა" (NATELI) და სტუ-ს ორგანიზატორობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტრომექანიკისა და ელექტროტექნოლოგიების განახლებული ლაბორატორია გაიხსნება.
ენერგოეფექტურობის ლაბორატორიის სრულყოფის მიზნით, პროგრამამ NATELI სტუ-ს გადასცა 39 977 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა. აღნიშნული ლაბორატორიის შექმნა ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგოაუდიტის ჩატარების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს, ამავდროულად, უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მომზადებას მომავალში.
გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან USAID -ის ოფიციალური წარმომადგენლები, ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე, მარიამ ვალიშვილი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, არჩილ ფრანგიშვილი.