„ფუკუსიმა-1"-ის ატომურ ელექტროსადგურის მეორე რეაქტორზე განგაშია.
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაგრილების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და რეაქტორზე წყლის დონე ეცემა.
წყალი აუცილებელია რათა არ მოხდეს რეაქტორის სითბური ღერძის გალღობა.
შეგახსენებთ, რომ დღეს 06.00 საათზე "ფუკუსიმა 1"-ის მესამე ენერგობლოკში აფეთქება მოხდა. იაპონიოის მთავრობის გენერალური მდივნის, იუკიდო ედანოს განცხადებით, რეაქტორი აფეთქებისგან არ დაზიანებულა და რადიაციის ზრდის საშიშროება არ არსებობს.
ამის მიუხედავად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რადიაციული ფონი საზდგურის ტერიტორიაზე იზრდება.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ნაოტო კანის განცხადებით, ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება კვლავ კრიტიკულია. იაპონელი ინჟინერები ცდილობენ არ დაუშვან რეაქტორის სათბობი ღერძების გალღობა და მის გასაგრილებლად ზღვის წყალს იყენებენ.
შეგახსენებთ, რომ პირველი აფეთქება ფუკისიმა 1-ის პირველ რეაქტორზე გაგრილების სისტემის დაზიანების გამო მოხდა.