ინდოეთის ფლოტმა 61 მეკობრე დააკავა
არაბეთის ზღვაში, ინდოეთის ფლოტმა სპეცოპერაცია ჩაატარა და 61 მეკობრე დააკავა. სპეცოპერაციის შემდეგ ინდოელმა ჯარისკაცებმა 13 მოზამბიკელი ტყვე გაათავისუფლეს, რომლებიც მეკობრეებმა სამხრეთ ინდოეთის სანაპირო ზოლიდან, 695 მილის მოშორებით დაატყვევეს.
დაკავებული მეკობრეებიდან უმეტესობა იემენიდან და სომალიდან არის. ბოლო თვეების განმავლობაში მეკობრეები ძალიან გააქტიურდნენ, რასაც თებერვლის შემდეგ გატაცებული 30 გემი და დატყვევებული 660 ადამიანი მოწმობს.
ინდოეთის ფლოტმა 2011 წელს მეკობრეებზე მესამე შეტევა განახორციელა. თებერვალში მათ 28, ხოლო იანვარში 15 მეკობრე დააკავეს.