იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა. ივანე ნოზაძე ტოკიოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტია.
იაპონიაში საქართველოს ელჩის რევაზ ბეშიძის განცხადებით, მას ფეხი აქვს მოტეხილი და ტოკიოს საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ივანე ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამამაყოფილებელია.
ნოზაძეების ოჯახს იაპონიის საელჩოდან უკვე დაუკავშირდნენ და შეჰპირდნენ, რომ მათი ვაჟი მშობლებს მალე დაუკავშირდება.
რევაზ ბეშიძის თქმით, საელჩოს ამ ეტაპზე საქართველოს 37 მოქალაქესთან აქვს კონტაქტი. თუმცა არ გამორიცხავს, რომ იაპონიაში კიდევ იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მათ არ დაკავშირებიან.
ელჩი ყველას მოუწოდებს, თუკი ამ პირთა შესახებ ინფორმაციას ფლობენ, ცხელ ხაზზე დაუკავშირდნენ.