პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონში ახალი წესრიგის მაგალითი გახდა.
"როცა რეფორმები დავიწყეთ მიზანი არ იყო ვინმესთვის ნიშნის მოგება, ვინმესთვის ზემოდან ყურება. მიზანი იყო ჩვენს პატარა ქვეყანაში აგვეშებინა ნორმალური ცხოვრება. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ შორსაა, სანამ ცხოვრება იქნება ნორმალური, მაგრამ იმხელა ძალები დაგვიპირსპირდნენ ამ ჩვენს მოკრძალებულ სურვილში, რომ პორაქტიკულად, ჩვენი ქვეყანა გახდა ახალი წესრიგის შემქმნელი რეგიონში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ იორკში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
მისივე განმარტებით, ქვეყნის წარუმატებლობის მსურველებს ამ ახალი წესრგის დასამარებას სურს, თუმცა საქართველო მის კიდევ უფრო გასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს.
"ჩვენ, პრაქტიკულად, ჩვენდაუნებურად ვიტვირთეთ ეს ისტორიული მისია და არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა რეგიონისთვის. ეგვიპტესა და ტუნისში მომხდარი რევოლუციების შემდეგ, უამრავი ხალხი გამოთქვამს სურვილს, ჩამოვიდნენ საქართველოში და სწორედ ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები შეისწავლონ. ეს არის სინამდვილე", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.