ფუკუსიმა -1-ის მესამე რეაქტორზე წყალბადის აფეთქების შედეგად დაზარალებულია 11 ადამიანი. ამის შესახებ ინფორამაციას იაპონიის ტელეარხი NHK ატომური ელექტროსადგურის ოპერატორზე - Tokyo Electric Power (TEPCO) დარყრდნობით ავრცელებს.
აფეთქება სადგურის მესამე ენერგობლოკზე თბილისის დროით 06.00 საათზე მოხდა.
იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად რეატორი არ დაზიანებულა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიაციული ფონი არ შეცვლილა.
ამჟამად მთავრობა ცდილობს 600 ადამიანის ევაკუაცია მოახდინოს, რომელიც სადგურის 20 კილომეტრიან ზოლში იმყოფება.