დიდი რვიანის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, რომელიც ხვალ, 15 მარტს გაიმართება, საფრანგეთი კვლავ მოითხოვს ლიბიის არასაფრენ ზოლად გამოცხადებას.
ფრანგული მხარისა და აღნიშნული ღონისძიების გატარების სხვა მომხრეები მიიჩნევენ, რომ საჰაერო სივრცის დახურვამ კადაფის ძალები უნდა აიძულოს შეწყვიტოს ამბოხებულების საჰაერო დაბომბვა.
რიგო დასავლელი ექსპერტი აცხადებს, რომ 15 მარტის შეხვედრაში დიდი რვიანის წევრებს შორის შეთანხმების მიღწევა ძნელი იქნება.
აღნიშნული პოზიციის ერთ-ერთ მოწინააღმდეგედ რუსეთი მიიჩნევა.
შეგახსენებთ, რომ ლიბიამ 2008 წელს მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორცილებულ სამხედრო ოპერაციას.
რუსულ მედიაში ბოლო დროს დაიწერა არა ერთი სტატია იმის შესახებ, რომ ამჟამად პოლკოვნიკ კადაფს უჭურს და რუსეთი ვალდებულია მას სამაგიერო მხარდაჭერა გამოუცხადოს.