თბილისში ავლაბრის მოედანთან „ჟიგულის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა, რომლის ასაკი სამოც წლამდეა, ინფარქტი მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
ავტომანქანა ავლაბრის მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მოძრაოდა, როდესაც მართვა დაკარგა და გზის მარცხენა ნაპირზე კლდეს შეეჯახა.
თვითმხილველებმა საპატრულო და სასწრაფო დახმარების სამსახური გამოიძახეს.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.