აკადემიკოსისა და ასტროფიზიკოსის, ჯუმბერ ლომინაძის მტკიცებით, იაპონიის ატომურ ელექტროსადგურებზე რადიაციის გაჟონვის შემთხვევაშიც კი ის საქართველომდე ვერ მოაღწევს.
"საქართველოსა და იაპონიას შორის იმდენად დიდი მანძილია, რომ გამორიცხულია, ღმერთმა დაგვიფაროს და რადიაციის გაჟონვაც რომ მოხდეს, ის ჩვენზე რაიმე გავლენას ვერ მოახდენს. ეს არის ზღაპარი", - დასძინა განუცხადა"ჯი-ეიჩ-ენს" ლომინაძემ.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის "ფოკუსიმას" ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ ბლოკზე რადიაციული ფონი მაღალია.