იაპონიის სამხრეთ-დასავლეთში ვულკანმა გაიღვიძა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში ვულკანის გაღვიძებას ფერფლის ამოფრქვევა და ქვისცვენა მოჰყვა.
ჯერ ჯერობით უცნობია თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ოფიციალური კომენტარი აღნიშნულ ფაქტზე არ კეთდება.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის ხელისუფლება ბოლო დროს მოსახლეობას აფრთხილდება ვულკანების მოსალოდნელი ამოფრქვევის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 11 მარტს მომხდარი 9 ბალიანი მიწისძვრის და ცუნამის შედეგად 10 ათასზე მეტი ადამიანი დაღუპულად და უზგო-უკლოდ დაკარგულად ითვლება.