აკადემიკოსი, ასტროფიზიკოსი ჯუმბერ ლომინაძაძე 19 მარტს მოსალოდნელი გლობალური კატასტროფის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ცრუ მეცნიერებად" აფასებს და აცხადებს, რომ ამ დღეს არაფერი არ მოხდება.
"მიმაჩნია, რომ ეს აურზაური უსაფუძვლოდ ატყდა. არ შეიძლება მეცნიერული პროგნოზის გარეშე მსგავსი რამის თქმა. თუ ასეთი გლობალური კატასტროფაა მოსალოდნელი, რატომ ამერიკელები არაფერს ამბობენ?", - განუცხადა ლომინაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, მთვარის დაახლოება დედამიწასთან, ანუ აპოგია ყოველ 27 დღეში ხდება და ამ დროს მათ შორის მანძილი 35 ათას კილომეტრამდე მცირდება.
ამასთან, ჯუმბერ ლომინაძის თქმით, ცრუ მეცნიერებას საზოგადოებამ "განვითარების საშუალება არ უნდა მისცეს".
"ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ უნდა დაუჯერებელი დაიჯეროს. ღმერთმა დაგვიფაროს გლობალური კატასტროფისგან. არაფერიც არ მოხდება", - დასძინა ლომინაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ რიგი ასტროლოგების აზრით, 19 მარტს დედამიწის ერთადერთი თანამგზავრი დედამიწის ზედაპირს მაქსიმალურად მიაუახლოვდება, რის გამოც უამრავი სტიქიური უბედურება და ბუნებრივი კატასტროფაა მოსალოდნელი. მათი აზრით, ამ დღეს მთვარესა და დედამიწას შორის სიშორე უკანასკნელი 19 წლის განმავლობაში მაქსიმალურად მცირე იქნება და დაახლოებით 356 ათას კილომეტრს მიაღწევს.