რუსთაველის მეტოსადგურის შესასვლელთან უცნობი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, 33 წლამდე ასაკის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის და კრიმინალისტიკის წარმომადგენლები მუშაობდნენ. გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
გარდაცვლილი ამ დროისთვის ქალაქის ცენტრალურ პროზექტურაშია გადასვენებული.