ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, დუმის ვიცე-სპიკერი ვლადიმერ ჟირინოვსკი მიიჩნევს, რომ იაპონიის კუნძულებიდან, სადაც ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია იაპონელები რუსეთის დაუსახლებელ ტერიტორიებზე უნდა გადაცხოვრდნენ.
"იაპონიაში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია რუსეთის მთავრობას მიმართავს, რომ იაპონელებს აღნიშნული ინიციატივით მიმართონ და მათ რუსეთის ტერიტორიაზე გადმოსახლების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყონ", - აღნიშნავს ჟირინოვსკი.
მისი შეფასებით, რუსეთში ბევრი ისეთი ადგილია, რომელიც შეიძლება "იაპონელების ტვინს და ხელებს შესთავაზონ".
"მოდით მათ თვითონ ააშენონ თავიანტი სახლები, ეს თვითონ უზრუნველყონ. ჩვენ კი მივცეთ მოქალაქეობა და ვასწავლოთ რუსული ენა", - აცხადებს დეპუტატი.
ამასთან, ჟირინოვსკი დარწმუნებულია, რომ ისტორიულად ზოგიერთ რუსულ ეთნიკურ ჯგუფს იაპონიასთან აქვს საერთო ფესვები.
როგორც ცნობილია, ბოლო დროს იაპონიასა და რუსეთს შორის ურთიერთობა კურილის კუნძულების გამო სერიოზულად დაიძაბა.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს იაპონიაში მომხდარი 9.0 ბალიანი მიწისძვრის დროს გამოწვეული ცუნამის შედეგად 10 000 ადამიანი დაღუპულად და უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება.