ხვალ, 14 მარტს, საპარლამენტო უმცირესობა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, ბათუ ქუთელიას შეხვდება.
შეხვედრაზე მხარეები ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებულ დოკუმენტზე იმსჯელებენ.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ დოკუმენტში "ქრისტიან-დემოკრატები" ქართული ენისა და მართლმადიდებლური ეკლესიის როლის განსაკუთრებულ ასახვას მოითხოვენ. ასევე, გამოდიან ინიციატივით, რომ მედიისთვის ხელშეწყობის საკითხები დოკუმენტში ცალკე ქვეთავად გამოიყოს.
შეხვედრა პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში 12:00 საათზე დაიწყება.