იაპონიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან.
როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იაპონიაში რევაზ ბეშიძემ განაცხადა, იაპონიაში მყოფ საქართველოს 29 მოქალაქესთან კავშირი უკვე დამყარებულია და ყველა მათგანი სტიქიის ზონიდან საკმაო მანძილზე დაშორებულ რეგიონებში ცხოვრობს.
"საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობაზე ინფორმაცია გვაქვს. ისინი უსაფრთხოდ არიან. ვცდილობთ დანარჩენებთანაც დაკავშირებას, თუმცა სამწუხაროდ, ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ", - აღნიშნა ბეშიძემ.
ელჩის განმარტებითვე, დაკავშირება საქართველოს იმ მოქალაქეებთან ვერ ხერხდები, რომლებიც იაპონიის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობენ, თუმცა მისივე თქმით, ამ რეგიონში მიწისძვრამ შედარებით ნაკლები პრობლემები გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 11 მარტს მომხდარი 9 ბალიან მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა, რის შედეგადაც 10 000-ზე მეტი ადამიანი დაღუპულად და უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.