ქართველი ძიუდოისტები იაპონიიდან დღეს დაბრუნდებიან.
როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იაპონიაში რევაზ ბეშიძემ აღნიშნა, ძიუდოისტების სამშობლოში გამომგზავრება გუშინ საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გამო ვერ მოხერხდა, თუმცა სივრცე უკვე გახსნილია და ისინი თბილისში უკვე გამოემგზავრნენ.
"ქართველი ძიუდოისტები იაპონიაში წვრთნებზე იმყოფებოდნენ. მათი გამომგზავრება გუშინ საჰაერო სივრცეზე დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ მოხერხდა, თუმცა, ჩვენი ხელშეწყობით, სპორტსმენები თურქეთის ავიახაზებით საქართველოში დღეს გამოფრინდნენ", - აღნიშნა ბეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 11 მარტს მომხდარი 9 ბალიან მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა, რის შედეგადაც 10 000-მდე ადამიანი დაღუპულად და უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება.