არაბთა ლიგამ ლიბიის არასაფრენ ზოლად გამოცხადებას მყარად დაუჭირა მხარი. არაბთა ლიგის ქვეყნების წარმომადგენლებმა სპეციალური შეხვედრა გამართეს კაიროში, სადაც ლიბიის კრიზისის დასასრულებლად გაეროს უშიშროების საბჭოს მკაცრი პოლიტიკის გატარება და ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადება სთხოვეს. ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადების იდეის წინააღმდეგ არაბთა ლიგიდან მხოლოდ სირია და ალჟირი წავიდნენ.
ვაშინგტონი მიესალმა არაბთა ლიგის მოწოდებებს. თეთრი სახლის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ლიბიის კრიზისის დასასრულებლად მუამარ კადაფის მთავრობაზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება აუცილებელია.
რუსეთმა, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს, ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადების საკითხში შენიშვნები გამოთქვა.
საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ ლეგიტიმურად სცნონ ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭო.
ლიბიაში შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. მუამარ კადაფის მხარდამჭერები პოზიციებს იმყარებენ მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. სამხედრო ძალები აკონტროლებენ ნავთობის პორტ რას ლანუფსაც.