რადიაციის ზემოქმედების შედეგად გარდა სამი დაზარალებულისა კიდევ 19 ადამიანი ატომური ელექტროსადგურის დაზიანების რადიაციული გაჟონვის შედეგად დასხივდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "NHK"-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 19 -ვე დაზარალებული ქალაქ ფუტაბადან სასწრაფოდ გაიყვანეს. აღნიშნული ქალაქი ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა -1" დან სამი კოლომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიღებული ინფორმაციით დასტურდება, რომ სავარაუდოდ დასხივებულია 70 დან 160 მდე ადამიანი.
ექსპერტების განცხადებით, კი იაპონიის ატომური ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა 26 % შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 11 მარტს მომხდარ 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასა და ცუნამს უამრავი ადამიანი ემსხვერპლა.
გარდაცვლილთა და დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ ჯერობით უცნობია.
დაკარგული ათასობით ადამიანიდან უმრავლესობა სავარაუდოდ დაღუპულია.